ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

 სამხედრო- საკონტრაქტო სამსახური 
 
 დაცვის პოლიციაში 18-27 წლის ასაკის მოქალაქეებს საშუალება აქვთ გაიარონ სამხედრო სავალდებულო/საკონტრაქტო სამსახური. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეები სამსახურში მიიღებიან ერთი წლის ვადით. დაცვის პოლიციაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა წვევამდელების გარდა შეუძლიათ სტუდენტებს, ოჯახში ერთადერთ შვილებს, 27 წლამდე მამაკაცებს, რომლებსაც ჰყავთ ცოლ-შვილი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეები შეღავათებით სარგებლობენ, თუმცა თუ მათ სამომავლო კარიერისთვის სურვილი აქვთ გაიარონ სამხედრო სამსახური, შეუძლიათ მიმართონ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.

საკონტრაქტო სამსახურის პირობები:
  •  ვადა: 12 თვე; 
  •  გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი რეჟიმი (შესაძლებელია სწავლის შეთავსება);
  •  ყოველთვიური ანაზღაურება: 90 ლარი;
სამსახურში ჩასარიცხად საჭიროა:
 
1) კანდიდატი მობრძანდეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კმ.
2) დაასახელოს/წარმოადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან სხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლის რეკომენდაცია;
3) გაიაროს გასაუბრება და ჯანმრთელობის კომისიის შემოწმება;

წარმატებული კანდიდატები ორი კვირის განმავლობაში გაივლიან სპეციალური მომზადების კურსს. სამხედრო ფიცის მიღების შემდეგ ჩაირიცხებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 125 (ზარი უფასოა)




 
თქვენი სახელი:  
თქვენი ელ-ფოსტა:
თემა:
ტექსტი:
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ