ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია დაცვის პოლიციის საქმიანობაზე?
პასუხი: თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ დაცვის პოლიციის საინფორმაციო სამსახურის ნომერზე 125, რომელიც  მოგაწვდით თქვენთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციას. 125-ზე დარეკვა უფასოა.

კითხვა: რა სახის დაცვას ახორციელებს თქვენი სამსახური?
პასუხი: ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ობიექტის როგორც ტექნიკური საშუალებებით, ასევე ცოცხალი ძალით დაცვას. გარდა ამისა ფიზიკურ პირთა პირად დაცვას და დაცვა-გაცილებას.

კითხვა: რომელი ტექნიკური საშუალებებით სარგებლობთ?
პასუხი: ჩვენ გვაქვს ამ სფეროში ყველაზე ცნობილი ამერიკული კომპანიების AES IntelliNet - ის და Honeywell - ის სისტემის უახლესი აპარატურა.

კითხვა: რა ღირს  სამონტაჟო სამუშაო და რაზეა დამოკიდებული გადასახადის ოდენობა?
პასუხი: ობიექტზე აპარატურის მონტაჟის ფასი ინდივიდუალურია. ის მერყეობს 500 ლარიდან ზევით და დამოკიდებულია ობიექტზე მდებარე კარებისა და ფანჯრების რაოდენობაზე.

კითხვა: რამდენია ყოველთვიური გადასახადი?
პასუხი: ყოველთვიური გადასახადი შეადგენს კომერციულ ობიექტზე 50 -დან  135 ლარამდე, ბინაზე კი 60 ლარს. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ტარიფების ველი.

კითხვა: როგორ გავხდე თქვენი მომხმარებელი?
პასუხი: დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მდებარეობს ბუდაპეშტის ქუჩა # 6-ში. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, დაწეროს განცხადება ობიექტის შემდგომში დაცვაზე აყვანის მიზნით, ან დარეკოს 125-ზე და შეავსოს განაცხადი სახლიდან გაუსვლელად ან შეავსოს განაცხადის ელექტრონული ფორმა და უმოკლეს პერიოდში ჩვენი სამსახური რეაგირებას მოახდენს.

კითხვა: როგორ მუშაობს ტექნიკური სისტემა?
პასუხი: ტექნიკური საშუალებებით დაცული ობიექტებიდან საგანგაშო სიგნალი მოდის ცენტრალური დაკვირვების პუნქტზე, რის შემდეგაც მორიგე ოპერატორები გადასცემენ ინფორმაციას დისლოკაციის მიხედვით ოპერატიული რეაგირების ჯგუფებს და ისინი ობიექტზე უმოკლეს დროში, 3-5 წუთის მანძილზე გადიან .

კითხვა: სააბონენტოს გადახდა შეუძლია თუ არა სხვას?
პასუხი: დაცვის მომსახურების სააბონენტოს გადახდა შეუძლია ნებისმიერ პირს, მთავარია მითითებული იყოს მესაკუთრის ვინაობა.

კითხვა: სად გადაიხადონ მომსახურების თანხა?
პასუხი: დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანგარიში აქვს "საქართველოს ბანკში" მაგრამ მომსახურების თანხის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა ბანკშიც.

კითხვა: როდის დამთავრდება სამონტაჟო სამუშაოები?
პასუხი: მონტაჟის დამთავრება დამოკიდებულია ობიექტის სიდიდეზე, ანუ თუ ობიექტი პატარაა, შეიძლება სამონტაჟო სამუშაოები დამთავრდეს 2 საათში ან ერთ დღეში. ხოლო შედარებით დიდ ობიექტებზე პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთ კვირასაც.



 

თქვენი სახელი:  
თქვენი ელ-ფოსტა:
თემა:
ტექსტი:
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ