ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

დაცვის ტექნიკური საშუალებები

 

 დაცვის პოლიციაში დაინერგა ახალი MESH ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დაცვის რადიოსისტემა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ობიექტების დაცვის განსახორციელებლად, გამოიყენება ახალი თაობის ამერიკული წარმოების ინფორმაციული პერიფერიული მოწყობილობები და ამერიკული კომპანია AES Intellinet-ის გადამცემები.

ეს სისტემა ექსკლუზიურად გამოიყენება ჩვენს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლიდან და უზრუნველყოფს ობიექტიდან გადმოცემული სიგნალების უდანაკარგო მიღებას და მათ უსწრაფეს დამუშავებას.

დაცვის საგანგაშო სიგნალიზაციით მომსახურების სარგებლობისთვის, დასაცავ ობიექტზე ინსტალირდება და მოთხოვნისამებრ უერთდება შემდეგი მაუწყებელი:

  • ორმაგი მოქმედების იმუნო დეტექტორი, რომელიც კედელზე ფიქსირდება, რეაგირებს მოძრაობაზე და არ რეაგირებს ცხოველებზე.
  • ვიბრო-სენსორული მაუწყებელი, რომელიც დაფუძნებულია დარტყმის გამოვლენის ტექნოლოგიაზე და რეაგირებს დარტყმაზე.
  • კვამლსაწინააღმდეგო ტემპერატურული სენსორი, რომელიც ფოტო-ელექტრო კვამლსაწინააღმდეგო სენსორია და განსაზღვრული რაოდენობის კვამლის აღმოჩენისთანავე ტეხს განგაშს.
  • მინის მსხვრევის დეტექტორი, რეაგირებს ნებისმიერი მინის მსხვრევის შემთხვევაში.
  • CO2 დეტექტორი, რეაგირებს ნებისმიერი სახის მომწამლავი აირის გაჟონვის შემთხვევაში.
     

ობიექტიდან ცენტრალური დაკვირვების პულტზე სიგნალის მიღების დრო განისაზღვრება 3-5 წამით.

თითოეული რადიოგადამცემი ორმხრივია და წარმოადგენს რადიოქსელის შექმნის საფუძველს. მისი უნიკალურობა უზრუნველყოფს სწრაფ ინსტალაციას და მარტივ დისტანციურ მენეჯმენტს. ქსელი მუშაობს და ფართოვდება იქ, სადაც ემატება ახალი რადიოგადამცემი.

თითოეულ რეგიონში სპეციალური მოწყობილობა IP link-ის დამონტაჟების შემდეგ, რეგიონალური ქსელები უკავშირდება ერთმანეთს და ქმნის ერთიან რადიოქსელს.

აღნიშნული აპარატურა ტესტირებულია და გააჩნია UL და NFPA სერთიფიკატები.

აღნიშნული აპარატურის ინსტალაციას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური საინჟინრო-სამონტაჟო ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით.
 

  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ