საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ინკასაციის სამმართველოში 6 ვაკანტურ თანამდებობაზე.
- უმცროსი ინსპექტორი (მძღოლი-ინკასატორი) სპეცტრანსპორტის საშუალებით ახორციელებს ობიექტიდან ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და სხვა ფასეულობათა ინკასირებას, ან/ და ინკასირების დაცვა გაცილებას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი
აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2019 წლის
9 აგვისტოდან 26 აგვისტომდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.