ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა. ჩემპიონატში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 16 გუნდი მონაწილეობდა. 

მინი-ფეხბურთის საფინალო მატჩს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.
ფინალში ერთმანეთს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს და ქვემო ქართლის დაცვის პოლიციის გუნდები შეხვდნენ. საავიაციო უშიშროების სამმართველოს საფეხბურთო გუნდმა მატჩი წარმატებით (5:0) დაასრულა და დაცვის პოლიციის 2016 წლის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა საფეხბურთო ტურნირზე მეორე ადგილი ქვემო ქართლის დაცვის პოლიციის, ხოლო მე-3 ადგილი ეროვნული საგანძურის დაცვის გუნდმა დაიკავა. ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი.

  

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გამარჯვებულებს სპეციალური სუვენირები გადასცეს.
დაცვის პოლიციის საფეხბურთო ტურნირი წელს უკვე მეორედ ჩატარდა. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისა და ხელშეწყობის მიზნით, ფეხბურთის მსგავსად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტრადიციად იქცა სხვა სპორტული კორპორატიული ღონისძიებებიც.
                                      

უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ