ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?


 
საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი ეხება “ინფორმაციის თავისუფლებას”. კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.

სახელმწიფო საიდუმლოება - ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით.

პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას;
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა;
მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში;

შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირები არიან:

1) ალექსანდრე გულიაშვილი
იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების უფროსი
მობ: +995599576876
e-mail: a.guliashvili@spd.ge

2) ელზა ჯაფოშვილი
საზ. ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი
მობ:     +995577028242
             +995322378080
ფაქსი: +995322517497
e-mail: japoshvili@spd.ge


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

 
1) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ;
   2) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ;
   3)  საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ;
   4) საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ანგარიშები:
    1)
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში; 
    2) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა.
    
ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ: საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 180- ე მუხლების საფუძველზე, შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან/ადმინისტრაციულ ორგანოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ პროცედურების გავლის გარეშე სასამართლო სარჩელს არ მიიღებს. გამონაკლისი ის შემთხვევაა, როდესაც არ არსებობს აქტის გამომცემი პირის ზემდგომი.

საჩივრის ფორმა/ნიმუში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შეგიძლიათ შემდეგი ელექტრონული რესურსების საშუალებით:
www.my.gov.ge

ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით:
info@spd.ge

აუცილებელია სახელის, გვარის, პირადი ნომრის, რეგისტრაციის და იურიდიული მისამართების, ელ. ფოსტის  მითითება.
თქვენი სახელი:  
თქვენი ელ-ფოსტა:
თემა:
ტექსტი:
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ