ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

დაცვის პოლიციის სერვისი - ავტომობილის GPS მომსახურება

                                   

"დაცვის პოლიცია" ტრანსპორტის მონიტორინგის სფეროში, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში. GPS სისტემის მთავარი მიზანია ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების დაცვა.

მომხმარებელს თანამედროვე GPS სისტემის გამოყენებით შეუძლია საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ეფექტურად და ხარისხიანად აკონტროლოს.

ავტომობილებში მონტაჟდება GPS მოდულები, რომლებიც სატელიტებიდან მიღებულ სიგნალს ამუშავებენ და ადგენენ ავტომობილების ადგილმდებარეობას. მომხმარებელი ავტომობილებს ონლაინ-რეჟიმში, ვებ-გვერდის www.gpscontrol.ge -ს მეშვეობით აკონტროლებს.

«GPS control» -ის დანერგვით თქვენს ორგანიზაციას საშუალება ეძლევა:

• რეალურ დროში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტით მიიღოს ინფორმაცია ავტომობილის ადგილმდებარეობისა და სიჩქარის შესახებ;
• მიიღოს სტატისტიკური ცნობები ავტომობილის მიერ დროის სასურველ მონაკვეთში გავლილი გზის ისტორიის, მანძილის, მაქსიმალური სიჩქარის, მოძრაობის დროის, ობიექტებთან გაჩერების პერიოდების შესახებ;
• განახორციელოს ავტომობილის საწვავის მოხმარების კონტროლი;
• შეიმუშავოს ეფექტური სტრატეგიები;
• განსაზღვროს ობიექტის სიჩქარე, მიმართულება, ზუსტი ადგილმდებარეობა, ობიექტზე მისვლისა და წამოსვლის დრო;
• მოძრაობის სენსორით ავტომობილის მოძრაობის მარშრუტი დააფიქსიროს ნებისმიერ ადგილას (გვირაბი), ასევე მისი ევაკუაციის შემთხვევაშიც;
• GPS ტრეკერებით განვლილი მანძილი პერმანენტულად გაზომოს, წამის ქვედა დიაპაზონში. შესაბამისად, ავტომობილის წრფეზე მოძრაობისას არ ხდება განვლილი მანძილის არაზუსტი გაზომვა;


Falcom-ის მოწყობილობებს გააჩნია A-GPS (Assisted GPS) მხარდაჭერა. ე.წ ცივი სტარტის დროს GPS მოწყობილობებისთვის დამახასიათებელია სატელიტების დაჭერის პრობლემა.სატელიტების პირველ დაფიქსირებამდე, ავტომობილს შესაძლებელია გავლილი ჰქონდეს რამოდენიმე ათეული კილომეტრი, რაც გნვლილ მანძილში ცდომილებას იწვევს. სწორედ ამის აღმოსაფხვრელად შეიმუშავეს AGPS, რომელიც მოწყობილობას წინასწარ გადასცემს სატელიტების მდებარეობას და მათი გადაადგილების გრაფიკს. მოწყობილობა ცივი სტარტის დროს ერთ წამში ახდენს სატელიტების პირველ ფიქსაციას და აღმოფხვრის განვლილი მანძილის დანაკარგს.

 

 სიახლეები:

GPS სანავიგაციო სისტემის კონფიგურაციას დაემატა ტექნიკური მომსახურების პარამეტრები: კილომეტრაჟის და დღეების მიხედვით. მომხარებელს უკვე თავად შეუძლია მიუთითოს კილომეტრაჟი ( მაგ: 10000კმ) და დღეების რაოდენობა. ( მაგ: 40დღე)
აღნიშნულ ფანჯარაში მას ასევე შეუძლია მიუთითოს ტექნიკური მომსახურება (საბურავი, ზეთი) რომელიც სურს გაეწიოს ავტომობილს და ასევე განსაზღვროს მისთვის სასურველი დროის პერიოდი. მითითებული კილომეტრაჟის ან დღეების ამოწურისთანავე GPS სანავიგაციო სისტემაზე მომხმარებელს მისდის სიგნალი შეტყობინების სახით, რომლის საშუალებით შესაძლებელია ავტო პარკში არსებული ავტომობილების სერვისზე გახარჯული თანხის მარტივი დაანგარიშება.


                          Demo ვერსიის სანახავად გამოიყენეთ  USER : demo                                                   Demo
                                                                                                           Password : demo          
                                                               
თქვენი სახელი:  
თქვენი ელ-ფოსტა:
თემა:
ტექსტი:
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ